ტელეწამყვანმა მარიამ გეგუჩაძემ გარდაცვლილი ბებიის დარეჯან დაუშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით „ინსტაგრამის“ „სთორიზე“ რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ერთ-ერთ ფოტოზე ჩანს, რომ ბებია ეტლში ზის. „ჩვენი ბოლო ფოტო“ – ასე დაასათაურა მარიამმა კადრი.
ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის დედა გასული წლის ივლისში გარდაიცვალა. მარიამის თქმით, 12-13 წელი დარეჯან დაუშვილთან ერთად ცხოვრობდა და მისთვის უფრო დედა იყო, ვიდრე ბებია. ბებია მეგობრობდა მის მეგობრებთან, იცოდა ყველა მნიშვნელოვანი ამბავი, პირველი იგებდა ყველაფერს გოგონას ცხოვრების შესახებ.
„12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან, სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს, თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე არავის ესმოდა ჩემი. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს.
ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო“, – წერდა მარიამი ბებიის გარდაცვალების შემდეგ.
დარეჯან დაუშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ნანუკა ჟორჟოლიანმა მის გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე ისაუბრა. ბოლო პერიოდში ქალი საავადმყოფოში იყო და ნანუკა ჟორჟოლიანი ახლობლებსა და უცნობებს მისი გადარჩენისთვის ლოცვას სთხოვდა.