თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხევში გადაიჩეხა.
ტელეარხ Formula TV-ს მონაცემებით, საჭესთან ქალი იყო. მას მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა, ის მანქანიდან გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ძროხის საძებნელად წასული ქალი ავარიამ იმსხვერპლა >>
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 პუნქტით, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ავარიის ზუსტი მიზეზი გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.