ბათუმის ერთ–ერთი რესტორანი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

ბათუმის ერთ-ერთი რესტორნის დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება გაიმართა, რის გამოც ობიექტს ფულადი სანქცია დაეკისრა.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის დეპარტამენტმა  გეგმური მონიტორინგის  შედეგად ბათუმის ერთ-ერთ რესტორანში აკრძალული ეკონომიკური საქმიანობის ფაქტი გამოავლინა.

„ყველაზე მეტად მე ვარ დაინტერესებული“ - გახარიამ საქართველოში შეზღუდვების მოხსნაზე ისაუბრა

დეპარტამენტის ცნობით,  კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორნის დახურულ სივრცეში ათზე მეტი პირი იყო შეკრებილი, რაც ეწინააღმდეგება მოქმედ კოვიდ–შეზღუდვებს.

შრომის ინსპექციის თანამშრომლებმა ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმეს.

რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს შრომის ინსპექცია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

აჭარაში 1 თებერვლიდან ღია ტიპის საზკვების ობიექტებს, რეგულაციების სრული დაცვით, მუშაობის განახლების ნებართვა მიეცათ. გარდა ამისა, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ფოთსა და თელავში მუშაობა განაახლა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, სკოლებმა, მაღაზიებმა და სავაჭრო ცენტრებმა. რაც შეეხება თბილისს, ქუთაისსა და რუსთავს, აქ  მხოლოდ სავაჭრო ცენტრებინ და მაღაზიები გაიხსნა.