COVID-19: სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირდება

ბოლო დღე-ღამეში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 84 პაციენტი. საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 56 ადამიანი.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი – Sputnik. ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 85 ახალი შემთხვევა დადასტურდა, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 184 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას, მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა. 

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: სად დაფიქსირდა ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა

რუხის კლინიკაში მკურნალობს 58 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 31 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმეა ხუთი პაციენტის მდგომარეობა. ფოთის კლინიკაში 40 ინფიცირებულია მოთავსებული – ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 კოვიდ-ინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან სამი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. აბაშის „ევექსის“ კოვიდ-კლინიკაში ცხრა ინფიცირებულია მოთავსებული. სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ კი 21 კოვიდ-ინფიცირებული მკურნალობს.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 858-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 259.209-ს მიაღწია

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ნიკა ლატარია