მიმოხილვა: რუსეთ-თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის თავისებურებები ყარაბაღში

სამხრეთ კავკასიაში ვითარება კვლავ სამხედრო-პოლიტიკური დაძაბულობით, მილიტარიზაციის საფუძველზე დამყარებული სტაბილიზაციისკენ სწრაფვით, ეროვნული არმიების გადაიარაღებით, გარე სამხედრო ძალების მიზიდვით ხასიათდება.
Sputnik

რუსეთისა და თურქეთის ერთობლივი მონიტორინგის ცენტრი აზერბაიჯანის აგდამის რაიონში რეგიონული სტაბილურობის განმტკიცებისთვის შეიქმნა. თყმცა კომპრომისებზე აგებული მშვიდობა მაინც არამდგრადია.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის რუსულ-თურქულმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო

ცენტრმა მუშაობა შაბათს დაიწყო მემორანდუმის შესაბამისად, რომელსაც ხელი რუსეტისა და თურქეთის თავდაცვის უწყებებმა ხელი 2020 წლის 11 ნოემბერს მოაწერეს. აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, ილჰამ ალიევმა და ვლადიმირ პუტინმა 30 იანვარს შემდგარი სატელეფონო საუბრისას გამოთქვეს რწმენა, რომ ცენტრი „რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოემსახურება“.

თურქეთის ლიდერმა რეჯეფ ერდოღანმა მანამდე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აუცილებელ წვლილს შეიტანს მთიან ყარაბაღში სტაბილურობაში. აზერბაიჯანისა და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა ზაქირ ჰასანოვმა და ჰულუსი აკარმა 29 იანვარს ოპტიმისტურად შეაფასეს ურთიერთქმედების პერსპექტივები კონცეფციის ფარგლებში „ორი სახელმწიფო ერთი ხალხი“.

შეიერთებს თუ არა რუსეთი ყარაბაღს: ლავროვი კომენტარს აკეთებს

სამხრეთ კავკასიაში თურქეთის ყოფნის შესახებ კომენტარისას რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევმა აღნიშნა: „თურქეთი ჩვენი მეზობელი და მნიშვნელოვანი პარტნიორია, აზებაიჯანისთვის კი ძალიან ახლო ქვეყანაა. ეს ფაქტორი, შეუძლებელია, არ გავითვალისწინოთ“. და მაინც, რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი მთიან ყარაბაღში საერთო სტაბილიზაციის ელემენტია და არა რეგიონში ხანგრძლივი პოლიტიკისა. მოსკოვი მიანიშნებს, რომ თურქი პარტნიორები იქ სამუდამოდ არ არიან.

ასეა თუ ისე, ერთობლივი ცენტრის შტაბი პარიტეტულ საფუძველზე ჩამოყალიბდა. მასში თითოეული ქვეყნის თანაბარი რაოდენობის წარმომადგენელი შედის. ანკარის მონაცემებით, ცენტრში დღეს 39 სამხედრო მოსამსახურე მოქმედებს. რუს სპეციალისტებს გენერალ-მაიორი ვიქტორ ფედორენკო მეთაურობს, თურქებს - გენერალ-მაიორი აბდულა გატირჩი. ცენტრი კრებს, ამოწმებს და განავრცობს ინფორმაციას ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაცვისა და შეთანხმების დარღვევის ფაქტების შესახებ. კონტროლი დრონებისა და სხვა ტექნიკური ხელსაწყოების მეშვეობით ხორციელდება.

მოსაზრება: ყარაბაღული შედეგი ბაქოსთვის – გამარჯვება და ახალი პრობლემები

რთული დისლოკაცია

მედიის მონაცემებით, ცენტრის განთავსება თავდაპირველად განჯაში ან ბარდაში განიხილებოდა, მაგრამ თურქულ მხარეს არ აწყობდა ამ წერტილების გეოგრაფიული სიშორე რუსული სამშვიდობო მისიისგან. რუსეთი წარმომადგენლები კი წინააღმდეგნი იყვნენ, რომ ცენტრი მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე განთავსებულიყო, სადაც თურქი მშვიდობისმყოფლების ყოფნა გათალისწინებული არ იყო. საბოლოოდ არჩევანი აზერბაიჯანის აგდამის რაიონის სოფელ მარზილზე შეჩერდა.

დისლოკაციის წერტილი შეხების ხაზიდან 8 კილომეტრში მდებარეობს და დაახლოებით 30 კილომეტრითაა დაშორებული სტეფანაკერტიდან. მარზილს 1990-იანი წლებიდან გასული წლის შემოდგომამდე მთიანი ყარაბაღის დე-ფაქტო ხელისუფლება აკონტროლებდა. ახლა კი აზერბაიჯანს დაუბრუნდა.

მხარეთა შეთანხმებით, თურქი სამხედრო სპეციალისტები ცენტრიდან პატრულირებაზე არ გადიან.

მოსაზრება: თურქეთის საქციელის შესაცვლელად, ანუ რისთვის სჯის დასავლეთი ერდოღანს

ობიექტის გახსნის ცერემონიაზე აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ზაქირ ჰასანოვმა იმედი გამოთქვა, რომ რუს და თურქ სამხედროებს შორის კარგი ურთიერთობები დამყარდებოდა. რუსეთის თავდაცვის მინისტრია მოადგილე ალექსანდრ ფომინმა კი სამხედროებს წარმატება უსურვა. დრო გვაჩენებს, რამდენად ეფექტური და კონსტრუქციული გამოდგება აზერბაიჯანული მრავალვექტორულობა და რუსულ-თურქული იძულებითი ურთიერთქმედება ყარაბაღში. ჯერჯერობით საუბარი ცენტრის სპეციალისტების ვალდებულებებისა და კომპეტენციის პრინციპებზე საუბარი რთულია. ერთობლივი კომპრომისების ალგორითმი, რომელიც სირიაში დამუშავდა საბრძოლო ვითარებაში, შესაძლო სამხრეთ კავკასიაში სასურველი შედეგების მომტანი არ გამოდგეს.

კონტროლის სისტემა

რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრის დისლოკაციის ადგილი და ამოცანები არსობრივად რუსეთის სამშვიდობო დაჯგუფების დუბლირებაა, რომელიც რეგიონში კონტროლის ყველა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებითა და დაკვირვების 27 პოსტითაა აღჭურვილი. ცენტრის გახსნა აზრებაიჯანში თურქეთის სამხედრო ყოფნის ზრდას ნიშნავს.

მიმოხილვა: რა იარაღი დაეხმარა აზერბაიჯანს ყარაბაღის კონფლიქტში

ზაქირ ჰასანოვმა 30 იანვარს თურქეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე იუნუს ემრე ყარაოსმანოღლისთან შეხვედრისას თურქეთთან სამხედრო თანამშრომლობის წარმატებით განვითარებასა და განმტკიცებაზე ისაუბრა. ამასთან მხარეებმა სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის კუთხით ძალისხმევების გაძლიერებისა და ერთობლივი წვრთნების ჩატარების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი - რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად.

მაგრამ თურქული ქვედანაყოფების მუდმივი მონაწილეობა აზერბაიჯანის წვრთნებში მეზობლებს აყურადებს, ვინაიდან თურქეთი ნატოს წევრია. და მიუხედავად იმისა, რომ ჰასანოვმა დიპლომატიურად გაუსვა ხაზი, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა ყველა სფეროში დინამიურად ვითარდება - სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური სფეროს ჩათვლით, შემაშფოთებელი შეგრძნება მაინც რჩება. იუნუს ყარაოსმანოღლიმ ცენტრის გახსნის ცერემონიაზე მისი ამოცანები დააზუსტა: „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის კონტროლი, მისი დარღვების შემთხვევების დაფიქსირება... დარღვევების აღსაკვეთად ზომების მიღება“.

მოსაზრება: რაზე მიანიშნებს ბაქოს აღლუმზე ერდოღანის დასწრება

მაგრამ, მაგალითად, სირიაში თურქი პარტნიორები მსგავს შემთხვევებში ყოველთვის არ აცნობენ ხოლმე რუსულ მხარეს თავიანთი მოქმედებებისა და განზრახვების შესახებ.
რუსეთ-თურქეთის ერთობლივი ცენტრი შესაძლოა „რბილი ძალის“ ეფექტური ინსტრუმენტი და რეგიონული სტაბილურობის გარანტია აღმოჩნდეს. თუმცა შეიძლება თურქული ჯარების აზერბაიჯანში მუდმივი ყოფნის, ტურბულენტობის განვითარებისა და ნატოს შემდგომი ექსპანსიის მიზეზად იქცეს. აუცილებელია, რომ სამხერთ კავკასიაში თურქეთის მშვიდობისმოყვარეობა, ამოცანები და მიზნები ფხიზლად შეფასდეს.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!