უჩვეულო ბუნებრივი მოვლენა: კილომეტრებზე გაჭიმული მოლივლივე ღრუბლის მილი

უჩვეულო მოვლენა - ეს, ეგრეთ წოდებული, ტალღოვანი ღრუბელია, ვინაიდან ფორმით გრძელ ტალღას ჩამოჰგავს - ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა და ამის გამო ნაკლებადაა შესწავლილი
Sputnik

ვირგინიის შტატის ქალაქ რიჩმონდის ცაზე გიგანტურმა, რამდენიმე კილომეტრზე გაჭიმულმა ღრუბელმა მოსახლეობაში აჟიოტაჟი გამოიწვია.

თვითმხილველის მიერ გადაღებული ვიდეო, რომელზეც ეს უჩვეულო ბუნებრივი მოვლენაა აღბეჭდილი, YouTube-ზე გამოქვეყნდა.

ვიდეოს ავტორი ViralHog-ი წერს:

„სამსახურში წასვლის წინ სამზარეულოში ყავას ვიდუღებდი, როდესაც ფანჯრიდან გავიხედე და ეს ჯადოსნური, ცაში მოლივლივე მილი დავინახე, რომელიც ჩემ თვალწინ იცვლიდა ფერებს… ეს იშვიათი სანახაობა იყო“.

უჩვეულო მოვლენა — ეს, ეგრეთ წოდებული, ტალღოვანი ღრუბელია, ვინაიდან ფორმით გრძელ ტალღას ჩამოჰგავს. ეს მართლაც იშვიათი მოვლენაა და ამის გამო ნაკლებადაა შესწავლილი. როგორც ვიდეოზე ჩანს, ღრუბელი მიწის ზედაპირიდან 100-2000 მ სიმაღლეზე შეიძლება მდებარეობდეს, ხოლო სიგრძე ათასობით კილომეტრზე იყოს გაჭიმული.