სამეგრელო-ზემო სვანეთში კორონავირუსის 44 შემთხვევა გამოვლინდა

31 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 491 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 258 111-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 19 ადამიანი გარდაიცვალა.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 44 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 47 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, ინფორმაციას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს, ჯამში მკურნალობას რეგიონის სხვადასხვა კლინიკებში 198 პაციენტი გადის. აქედან 12 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რუხის კლინიკაში მკურნალობას გადის 72.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: შემთხვევების 40% თბილისში გამოვლინდა

სენაკში, „სენამედის“ კლინიკაში იმყოფება 36 კოვიდ-პაციენტი, მათ შორის მძიმე 5.

ფოთის კლინიკაში იმყოფება 38 კოვიდ პაციენტი, მათ შორის მძიმეა 4.

ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 25 პაციენტია, აქედან 3 მძიმეა.

აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში მკურნალობს 6 პაციენტი. სენაკის „ლაზიკა მედიში“ 21 კოვიდინფიცირებული.

რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეებში  49 პირი იმყოფება.

საქართველოს მასშტაბით ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 479-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 258 111-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 491 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 249 028-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 19 პაციენტი. კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 3 178-ს შეადგენს.

ნიკა ლატარია