გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის ყველაზე რთულ მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავ გვირაბებში.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი - Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

უწყების ცნობით, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ლიპყინულის გამო აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საქართველოს გზებზე უამინდობის გამო დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა მოიხსნა

გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო

გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ინტენსიური თოვის და ზვავსაშიშროების გამო 29 იანვარს აიკრძალა.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.