პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

ეკა რატიშვილი  პროფესიით პიანისტია, თუმცა ამ ეტაპზე სრულიად განსხვავებული სფეროში მოღვაწეობს - აქვს საკუთარი გამომცემლობა. ამასთან ქმნის თოჯინებს, რომლის გაკეთება პანდემიის დროს დაიწყო, მანამდე კი სხვადასხვა სახის ხელნაკეთი ნივთების შექმნით იყო დაკავებული.
Sputnik

თოთოეული თოჯინა, რომელსაც ეკა ქმნის, ერთადერთი და ექსკლუზიურია. ყველა მათგანს თავისი ისტორია აქვს და განსაკუთრებული ემოციის მატარებელია.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- პროფესიით პიანისტი ვარ. თუმცა, პროფესია დიდი ხანია შევიცვალე - მაქვს საკუთარი გამომცემლობა, ვარ წიგნის დამკაბადონებელ-დიზაინერი, გამოვცემ ჩემი მეუღლის მერაბ რატიშვილის ისტორიულ-პოლიტიკურ, სათავგადასავლო რომანებს. გატაცებული ვარ ეზოთერიკული ლიტერატურით.

სპორტი, კონკრეტულად კი ცურვა და იოგა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ ბოლოს, პანდემიის პერიოდში, დროის დიდ ნაწილს ბუნებაში ვატარებ, ვიმუხტები დადებითი ენერგიით, რაც პირდაპირ აისახება ჩემს მიერ შექმნილ ნაკეთობებზე. ასევე დაკავებული ვარ ხელნაკეთი ნივთების შექმნით. ვმუშაობ ტყავზე, ვქმნი განსხახვებული დიზაინის სამაჯურებს. ვქსოვ და ვკერავ სხვდასხვა ნივთებს, ჩანთებს, ქუდებს და სხვა. ვძერწავ დეკორატიულ ნივთებს ინტერიერისთვის. ასევე ვაკეთებ ნივთებს მშრალი და სველი თელვის პრინციპით.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- მარავალფეროვანი სემოქმედება გაქვთ. ამჯერად თოჯინებზე ვისაუბროთ, მოგვიყევით, როდის დაინტერესდით ხელნაკეთი თოჯინების შექმნით?

- თვითნასწავლი ვარ. პირველი თექის ნამუშევარი მშრალი თელვის პრინციპით 2020 წელს შევქმენი ვირთხის წელს. გადავწყვიტე საშიში ვირთხა საყვარელ არსებად მექცია და გამომივიდა, რადგან ჩემი გაკეთებული ვირთხა ბევრმა შეიყვარა.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- ვინ არიან თქვენს მიერ შექმნილი არსებები და რატომ მაინცდამაინც ისინი?

- რაც შეეხება ჟღალთმიან ანგელოზებს, ისინი ჩემთან მუზის სახით სწორედ ამ რთულ პერიოდში მოვიდნენ, პერიოდი, რომელიც ყველასთვის ურთულესი აღმოჩნდა, როგორც სულიერ ისე ფიზიკურ დონეზე. მინდოდა შემექმნა რაღაც, რისი დანახვაც გაგაღიმებდა უნებლიედ, მყიდველებისა და მნახველების ემოციებიდან გამომდინარე, ანგელოზების მისია შესრულებულია წარმატებით! უამრავი სიკეთით და სიხარულით სავსე წერილი და კომენტარი მომდის. ჩემმა პატარა მეგობარმა სემიდა მგელაძემ ულამაზესი ზღაპარი მიუძღვნა ამ პატარა ბუთქუნა გოგო-ბიჭებს. მომავალში ვგეგმავ ბავშვებითვის ილუსტრირებული წიგნის სახით გამოვცე ეს ზღაპარი, რომელსაც თან მოჰყვება ხელნაკეთი ანგელოზიც. ასევე ვფიქრობ მულტიპლიკაციური ფილმის გადაღებაზეც.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

წინა წელსაც მქონდა მსგავსი პროექტი, ხელნაკეთ საახალწლო სათამაშიბეს ჰქონდათ ქართული წარწერები: მიყვარხარ, სიხარული, სიყვარული, ბედნიერება, ჯანმრთელობა, ბარაქა. ადამიანი კითხულობს ამ წარწერებს და ეს დადებითი ემოციების მატარებელი სიტყვები ქვეცნობიერად თავის კეთილ საქმეს აკეთებს.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- როგორია თქვენი შემოქმედებითი პროცესი, როგორ ჩნდება იდეა და როგორ იქმნება თითოეული ნამუშევარი?

- შემოქმედებითი პროცესი იწყება საღამოს 20:00 საათიდან და გრძელდება 3:00 საათამდე. არასდროს არ ვიწყებ საქმეს, თუ არ ვარ ხასიათზე, ან თავს ვერ ვგრძნობ კარგად. ეს გამორიცხულია. თითო ანგელოზის შექმნას 4-5 საათი სჭირდება, ამ დროის განმავლობაში ის ჩემი ენერგიის გარემოცვაშია და წარმოიდგინეთ სწორედ ეს ენერგია მიჰყვება დამკვეთამდე, ფაქიზი ადამიანები ამას განსაკუთრებულად გრძნობენ და შედეგიც არ აყოვნებს, მათი დადებითი ემოციები დიდი სტიმულია ჩემთვის უკეთესის და ახალი გმირების შექმნისთვის.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- თქვენი თოჯინები მულტფილმიდან გადმოსულ გმირებს გვანან. რა მასალას იყენებთ მათ შესაქმნელად?

- კონკრეტულად ანგელოზების შესაქმნლად ვიყენებ მერინოსის შალს. ხდება მერინოსის შალის მშრალად მოთელვა და ფორმის მიცემა სპეციალური სათელვი ნემსით. ყველაზე საინტერესო სახის ფორმირებაა, ერთნაირი არცერთი არ გამომდის, ყველას თავისი სახასიათო გამომეტყველბა და ღიმილი აქვს. ამიტომ არის ხელნაკეთი ნივთი ექსკლუზივი და საინტერესო, ფაქტიურად ის მარტო შენ გყავს და სხვას არავის.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- იმდენად საყვარელი არსებები არიან, არ გიჭირთ ხოლმე მათთან გამომშვიდობება?

- პირიქით, მინდა რომ ის რაც მე მომწონს, სხვა ადამიანებსაც ჰქონდეთ და ისიამოვნონ. სიხარულის განაწილება ბევრ სიხარულს ბადებს დედამიწაზე, რაც ვფიქრობ, ამ პერიოში განსაკუთრებით გვჭირდება. მე მყიდველს ვუნაწილებ, ის კი თავისი ემოციებით მე მიბრუნებს უკან, მადლობა მათ ამისთვის.

პანდემიისას დაწყებული გატაცება - როგორ იქმნება ეკა რატიშვილის საუცხოო ანგელოზები

- პანდემიამ თუ შეცვალა რამე თქვენს ცხოვრებაში? თქვენს შემოქმედებაზე თუ აისახა?

- პანდემიის დროს, უფრო მეტად დავაფასე ბუნება. მივხვდი, რომ შემოქმედი ადამინის უშრეტი წყარო და მასწავლებელი სწორედ რომ ბუნებაა. უნდა გავიხსენოთ და ვისწავლოთ ბუნებასთან კონტაქტი. ჩემს შემოქმედებაზე კი მხოლოდ დადებითად იმოქმედა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ ვითარებას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე. საჭიროა ვისწავლოთ ჩვენთვის დადებითის დანახვა და ამაზე ორიენტირება. ამ პერიოდში შევქმენი პირბადეები, რომელიც არის ნაქარგი ხევსურული ორნამენტებით. მასალად ვიყენებ ბუნებრივ ქსოვილებს, ბამბას და აბრეშუმს.