წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ტრასაზე მეწყერი ჩამოწვა: მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მძღოლებს შეუძლიათ ისარგებლონ ალტერნატიული გზით - აღნიშნული გზის 33-ე კმ მონაკვეთზე სოფლების - დერჩის და მექვანას გავლით.
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 30-31-ე კმ მონაკვეთზე სავალ ნაწილზე მეწყერი ჩამოწვა, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ალტერნატიული გზით, აღნიშნული გზის 33-ე კმ მონაკვეთზე სოფლების დერჩის და მექვანას გავლით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

რაც შეეხება ნაქერალას უღელტეხილს, იქ დღეს დილით დაწესებული შეზღუდვა მოიხსნა. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-62-ე კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.