თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლინდა კორონავირუსის 72 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 44 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით რეგიონი თბილისისა და იმერეთის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში რეგიონში კორონავირუსით ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ის ზუგდიდის მცხოვრები, 86 წლის ქალია, რომელიც მკურნალობას რუხის საავადმყოფოში გადიოდა.
რეგიონის ექვს კოვიდ-ცენტრში 194 პაციენტი აგრძელებს მკურნალობას. მათგან 18-ის მდგომარეობა მძიმეა.
რუხის კლინიკაში იმყოფება - 70 კოვიდ პაციენტი. მათ შორის მძიმეა 6 პაციენტის მდგომარეობა.
„სენამედის“ კლინიკაში 36, მათ შორის მძიმეა 5.
ფოთის კლინიკაში იმყოფება 39 პაციენტი, მათ შორის მძიმეა 4.
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 25 პაციენტია, მათ შორის 3 მძიმეა.
აბაშის „ევექსის“ კოვიდ კლინიკაში 6.
სენაკის კლინიკა „ლაზიკა მედიში“ - 18.
რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინე სივრცეში იმყოფება 48 ადამიანი.
30 იანვრის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირების 676 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 257 632-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში 11 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში საქართველოში კორონავირუსს 3159 ადამიანი ემსხვერპლა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 248537-მდე გაიზარდა.
ნიკა ლატარია