თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. მომღერალმა ინდირა ჯგერნაიას „ფარულ კონვერტში“ გაკეთებულ განცხადებას, რომ მისი შვილის მამას არ სჯეროდა, რომ ბიჭუნა მომღერალს მისგან ჰყავდა და დნმ-ის ანალიზს ითხოვდა, სოციალურ ქსელში სუროგაციის ცენტრ „ნიუ ლაიფის“ ხელმძღვანელი მარიამ კუკუნაშვილი ეხმაურება.
ქალი ფიქრობს, რომ ბავშვის ყოლა მარტო ქალის გადასაწყვეტი არ არის და გენეტიკურ მამას აქვს უფლება გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შვილი.
„დიდი ბოდიში მომითხოვია ინდირასთან, მაგრამ პოსტსაბჭოთა, გოიმი ქალების „ხოდია”, ნებისმიერ გა…რებაზე შვილის გაჩენა კაცის შენარჩუნების მიზნით“, - წერს კუკუნაშვილი.
კუკუნაშვილი კაცებს მოუწოდებს, კონდომის გამოყენება ისწავლონ.