თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 676 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 253 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბოლო 24 საათში ჩატარდა კვლევა ტესტით - 19.989, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 13.126, PCR ტესტით - 6.863. შესაბამისად, ბოლო დღე-ღამეში დადებითობის მაჩვენებელი 3,4%-ს შეადგენს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ სამეგრელო - ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:
იმერეთი - 139, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 72, კახეთი - 47, აჭარა - 44, შიდა ქართლი - 41, ქვემო ქართლი - 29, სამცხე-ჯავახეთი -20, გურია - 14, მცხეთა-მთიანეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1.441 პირი და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 248.537-მდე.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 11 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 3.159-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 5.910 აქტიური შემთხვევაა.
კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 2.694 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1.338, აჭარაში - 192, იმერეთში - 513.
მძიმე მდგომარეობაშია 589 პაციენტი (აქტიური შემთხვევების 10%). ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 175 პირი, მათგან თბილისში - 135, აჭარაში- 2, იმერეთში - 13.
კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 311 ადამიანი, მათ 184 - თბილისში, 94 - აჭარაში, 12 - იმერეთში.
ბინაზე მკურნალობის კურსს 2.905 პირი გადის (აქტიური შემთხვევების 50%)
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინე სივრცეში იმყოფება 530 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 224, ხოლო აჭარაში - 110. თვითიზოლაციაში იმყოფება 17.105 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 10.423 პირი, აჭარაში - 815, იმერეთში - 1.507.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 676-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 257.632-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.