თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. სერბეთში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების გამოყენებისას გვერდითი მოვლენების ნახევარზე მეტი ამერიკულ–გერმანული წარმოების ვაქცინაზე Pfizer/BioNTech მოდის, განაცხადა წამლისა და სამედიცინო საშუალებების სააგენტოს (ALIMS) წარმომადგენელმა პავლე ზელიჩმა.
სახელმწიფო რეგულატორის მონაცემებით, 29 იანვრისთვის სერბეთში ვაქცინაცია 400 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.
„ამ დროისათვის დარეგისტრირებულია 62 არასასურველი რეაქცია. აქედან 35 მოდის Pfizer-ის ვაქცინაზე, 26 – Sinopharm-ზე და მხოლოდ ერთი – „სპუტნიკ V“-ზე“, – განაცხადა ზელიჩმა ეროვნული ტელევიზიის ეთერში.
მან დასძინა, რომ ძირითადად საუბარია აცრისას ნაჩხვლეტის ადგილზე რეაქციებზე, როგორიცაა ტკივილი, შესიება, შეწითლება.
„აღნიშნულია სისტემური რეაქციებიც – ხშირად იმატებს ტემპერატურა – არაუმეტეს სამი დღისა, სისუსტე, დაღლილობა და თავის ტკივილი. მაგრამ ამან არ უნდა შეგვაშფოთოს“, – აღნიშნა ზელიჩმა.
კორონავირუსის ვაქცინა უსაფრთხოა – თენგიზ ცერცვაძე>>
ბელგრადმა პარასკევს რუსული ვაქცინის პარტია მიიღო. ALIMS-მა მისი გამოყენების ნებართვა უნდა გასცეს. სერბეთის ინოვაციების მინისტრმა ნენად პოპოვიჩმა განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება „სპუტნიკ V“-ს სერბეთში წარმოების თაობაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.