„ბელავია“ მინსკიდან თბილისში კვირაში სამჯერ იფრენს

ბელარუსული თვითმფრინავები ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს დედაქალაქში იფრენენ, სხვა ქალაქებში რეისები კვლავ შეჩერებული იქნება
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. მინსკიდან თბილისში თვითმფრინავები 3 თებერვლიდან კვირაში სამჯერ იფრენენ, იუწყება Sputnik–ბელარუსი.

ამჟამად საქართველოში შემოსვლა შეზღუდულია. ყველა შემომსვლელმა, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, რვადღიანი თვითიზოლაცია უნდა გაიაროს. მაგრამ უკვე 1 თებერვლიდან სახელმწიფო კორონავირუსის გამო დაწესებულ ყველა შეზღუდვას ხსნის რეგულარულ საერთაშორისო ავიამიმოსვლაზე.

საქართველო იმ პირებისთვის, ვინც ვაქცინაცია გაიარა, საზღვრებს ხსნის

რეისები მინსკიდან შესრულდება ოთხშაბათობით, ხუთშაბათობითა და კვირაობით 22:40 საათზე, ხოლო თბილისიდან – ორშაბათობით, ხუთშაბათობითა და პარასკევობით 03:35 საათზე. გზის ხანგრძლივობა 3 საათია.

საქართველოში შემოუშვებენ იმ უცხოელებს, რომლებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარეს.

ქვეყანაში გარკვეული შეღავათებით შემოსვლა შეუძლიათ ევროკავშირის ქვეყნების, ისრაელის, შვეიცარიის, აშშ-ის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ბაჰრეინის მოქალაქეებსა და რეზიდენტებს ერთი პირობით – მათ უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული PCR–ტესტის უარყოფითი პასუხი. ქვეყანაში ჩამოსვლიდან მესამე დღეს კი საკუთარი ხარჯებით განმეორებითი ტესტირება უნდა ჩაიტარონ.