ქართველმა პროგრამისტებმა როლური ონლაინ-თამაში The Way of Wrath შექმნეს

The Way of Wrath – საქართველოში პირველი მასშტაბური კომპიუტერული როლური თამაშია 30 საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით.
Sputnik

თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. ქართველმა დეველოპერებმა შექმნეს ახალი როლური კომპიუტერული თამაში The Way of Wrath, ის Kickstarter-ის ვებ-გვერდზე 1 თებერვალს გამოვა.

Kickstarter – ეს არის ონლაინ-პლატფორმა, რომელიც შექმნილია ფულადი სახსრების მოსაზიდად შემოქმედებითი, მეცნიერული და საწარმოო პროექტების სარეალიზაციოდ, კრაუდფანტინგის, ანუ ნებაყოფლობითი შემოწირულობების სქემით. Kickstarter აფინანსებს სხვადასხვა პროექტებს, მაგალითად, დამოუკიდებელი კინემატოგრაფისტის ფილმების, კომიქსების, ვიდეოთამაშების, მუსიკის და ა.შ. შექმნას.

Kickstarter-ის კამპანია ერთ თვეს გაგრძელდება, თანხების შეგროვების ხარჯზე თამაში უფრო დემოკრატიულ ფასად იქნება ხელმისაწვდომი. ამის შემდეგ გაყიდვები Kickstarter-ზე შეწყდება და ფინალური თამაშის გამოსვლისთანავე The Way of Wrath იქნება ხელმისაწვდომი Steam-ზე, GOG-ზე და სხვა ონლაინ-რესურსებზე.

ქართველი პროგრამისტი „Sony Playstation“-ის კომპანიაში და მისი ლონდონური ცხოვრება

The Way of Wrath – საქართველოში პირველი მსხვილმასშტაბიანი კომპიუტერული როლური თამაშია 30 საათზე მეტი ხანგრძლივობის სათამაშო პროცესით. ეს კომპლექსური თამაშია – მასში ბრძოლების გარდა შესაძლებელია თევზის დაჭერა, ნადირობა, მეგობრებთან ერთად მინი-თამაშების გამართვა და სხვ.

თამაშის სიუჟეტის მიხედვით, მოქმედება ხდება ძველ დროში – ბრინჯაოს ხანაში. ტომი სახელად ტეინ-ტეინ იმპერიასთან ათწლიან ომს გადაურჩა, გაიჭედა ნანგრევებში და მასობრივ შემოტევას ელოდება. აქ ყველა არჩევანს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

როგორც თამაშის თანაავტორი, არტ-დირექტორი და პირველი ქართული 3D-მულტფილმი „ჯინოს“ შემქმნელი დათო კიკნაველიძე ამბობს, თამაში იქნება ხელმისაწვდომი პერსონალურ კომპიუტერებზე, აგრეთვე PlayStation, Nintendo, Xbox მოწყობილობებზე. თამაშის ისტორიისა და ლექსიკის გათვალისწინებით, მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა 18+.