„ამიერიდან და სამუდამოდ“: ტრამპმა ფლორიდაში ექს-პრეზიდენტის ოფისი გახსნა

ვაშინგტონის დატოვებამდე დონალდ ტრამპმა დაბრუნების პირობა დადო და განაცხადა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობს.
Sputnik

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ფლორიდაში გახსნა ოფისი, რომელიც მას ყოფილი პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებაში დაეხმარება.

ექს-პრეზიდენტმა ახალი პარტიის დაარსება გადაიფიქრა

ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის თანაშემწეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც Fox News ავრცელებს.

„ოფისი პასუხისმგებელი იქნება პრეზიდენტ ტრამპის კორესპონდენციების, საჯარო განცხადებების, გამოსვლების მართვასა და შეერთებული შტატების ინტერესების წამოწევაზე ოფიციალური საქმიანობისას, ასევე ტრამპის ადმინისტრაციის დღის წესრიგის შესრულებაზე“, — ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ტრამპი აპირებს „ამიერიდან და სამუდამოდ“ გახდეს ამერიკელი ხალხის დამცველი.

აღსანიშნავია, რომ ვაშინგტონის დატოვებამდე დონალდ ტრამპმა დაბრუნების პირობა დადო და განაცხადა, რომ პოლიტიკურ მოღვაწეობას განაგრძობს.