პირველად აშშ-ის ისტორიაში: პენტაგონის შეფი აფროამერიკელი გახდებაა

აშშ-ში ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, პირველად ისტორიაში, პენტაგონს აფროამერიკელი ჩაუდგება სათავეში და ასევე პირველად - ქალი გახდა ეროვნული დაზვერვის დირექტორი
Sputnik

თბილისი, 22 იანვარი — Sputnik. აშშ-ს სენატმა პენტაგონის შეფის პოსტზე ლლოიდ ოსტინის კანდიდატურა დაამტკიცა, იუწყება CNN-ი.

​თავდაცვის მინისტრის პოსტზე მის კანდიდატურას 93–მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო ორი.

ლლოიდ ოსტინი 67 წლისაა და ოთხვარსკვლავიანი გენერლის რანგი აქვს. ის პირველი აფროამერიკელია, რომელიც აშშ–ის თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ ოსტინი 2016 წელს გადადგა სამხედრო სამსახურიდან და იარაღის უმსხვილესი მწარმოებლის, Raytheon–ის დირექტორთა საბჭოში დაიკავა თანამდებობა.

პირველად ისტორიაში: აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ქალი გახდა

მანამდე ის მსახურობდა გერმანიასა და შეერთებული შტატების ბევრ წერტილში,  მუშაობდა შტაბების მეთაურთა გაერთიანებულ კომიტეტში, მეთაურობდა დივიზიას და 2006 წლისთვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო.

2010 წელს ოსტინი ერაყში აშშ-ს ძალების სარდალი გახდა და პასუხისმგებელი იყო ამ ქვეყნიდან ჯარების ეტაპობრივ გაყვანაზე. 2011 წლის დეკემბერში დაინიშნა სახმელეთო ძალების შტაბის სარდლის მოადგილედ, ხოლო 2013-2016 წლებში აშშ-ს შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას ხელმძღვანელობდა. ამ თანამდებობაზე ოსტინმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აშშ-ს სტრატეგიის შემუშავებაში „ისლამური სახელმწიფოს“  წინააღმდეგ ბრძოლაში.