პრაქტიკოსი პედაგოგების რეგისტრაცია გზაფხულზე იწყება

რაც შეეხება გამოცდების ზუსტ თარიღს, იგი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასა და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის რეკომენდაციაზე.
Sputnik

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. კვალიფიკაციის ამაღლების სურვილის მქონე პრაქტიკოსი მასწავლებლების რეგისტრაცია 2021 წლის მარტში დაიწყება, ნათქვამია საქართველოს განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

როგორც პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის, ისე პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლებისთვის, რომლებიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებს ასწავლიან, გამოცდების ჩატარება ივნისიში, ეროვნული გამოცდების დაწყებამდე იგეგმება. 

საქართველოში ხელფასი კიდევ ერთი კატეგორიის მასწავლებლებს გაუზარდეს

გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში მათ  მიენიჭებათ უფროსი სპეციალისტის  სტატუსი და შრომის ანაზღაურებასთან ერთად, საგნის მასწავლებლის მსგავსად, მიეცემა სქემით განსაზღვრული სტატუსის დანამატი.

სპეციალურ პრაქტიკოს–მასწავლებლებს 2023 წლის 1 იანვრამდე შესაძლებლობათ ეძლევათ დაადასტურონ კომპეტენცია, რაც „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის“ შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამოცდის ჩაბარებას გულისხმობს.

გამოცდები 2020 წლის ნოემბერში იყო  დაგეგმილი, თუმცა,  არსებული ეპიდვითარებისა და ჯანდაცვის  სამინისტროს რეკომენდაციის საფუძველზე მისი გადატანის გადაწყვეტილება  იქნა მიღებული.

საქართველოში სკოლის პედაგოგები ოთხ კატეგორიად იყოფიან: პირველ საფეხურზე არიან პრაქტიკოსი პედაგოგები, მეორეზე – უფროსი პედაგოგები, მესამეზე – წამყვანი მასწავლებლები, მეოთხეზე – მენტორი მასწავლებლები.