მეტეოროლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გზის გაწმენდის სამუშაოების დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება. მეორე დღეა ყაზბეგიდან მოქალაქეების გადმოყვანა საბაგიროების მეშვეობით ხდება. გზებზე სატვირთო ავტომობილების კოლონის „საცობი“ დაახლოებით ფასანაურიდან იწყება. მუნიციპალიტეტის მერის ინფორმაციით, მობილიზებულია ტექნიკა და მუშაობა ამინდის გაუმჯობესებისთანავე დაიწყება.