პრეზიდენტობის ბოლოსწინა დღეს ტრამპი შეწყალების აქტის გამოცემას გეგმავს

ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის წინა დღეს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 100 ადამიანის შეწყალებას გეგმავს.
Sputnik

თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 19 იანვარს 100 ადამიანის შეწყალებას აპირებს, იუწყება ტელეკომპანია CNN.

გარედაქტირდება თუ არა „მარტო სახლში“: კალკინმა ფილმიდან ტრამპის ამოჭრის იდეა მოიწონა

ტელეკომპანია წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ კვირას თეთრ სახლში სხდომა გაიმართა, რომელზეც შეთანხმდა შესაწყალებელ პირთა სია. სავარაუდოდ, ჩამონათვალში შესულია „ვიკილიქსის“ დამფუძნებელი ჯულიან ასანჟიც, რომელიც ამ დროისათვის ლონდონის ციხეში იმყოფება და აშშ-ში მისი ექსტრადირების თაობაზე აპელაციის შედეგებს ელოდება. 

ტრამპი თავდაპირველად ადამიანთა ორი ჯგუფის შეწყალების შესახებ განცხადების გავრცელებას გასული კვირის ბოლოსთვის აპირებდა თანმიმდევრულად, მაგრამ ვაშინგტონში მომხდარი არეულობის გამო მისი გეგმები შეიცვალა. ამიტომ ის, სავარაუდოდ, ერთდროულად 100 ადამიანის შეწყალების თაობაზე გააკეთებს განცხადებას ჯო ბაიდენის ინაუგურაციის წინა დღეს — 19 იანვარს.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი არ აპირებს საკუთარი თავის შეწყალებას, რაზეც მანამდე ამერიკული მედიასაშუალებები საუბრობდნენ. თუმცა CNN-ს მიაჩნია, რომ საპრეზიდენტო ვადის ბოლო დღეებში დონალდ ტრამპის ნაბიჯები შეიძლება არაპროგნოზირებადი ხასიათისა იყოს.