ყველაფერი დაკეტილია: ავსტრიაში მკაცრი ლოკდაუნი სამი კვირით გააგრძელეს

მკაცრი კარანტინი ქვეყანაში 26 დეკემბერს დაიწყო. დღემდე ვარაუდობდნენ, რომ ის 24 იანვარს დასრულდებოდა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი - Sputnik. ავსტრიაში კორონავირუსის გამო მკაცრი ლოკდაუნი 7 თებერვლამდე გაგრძელდება, ასეთი განცხადებით რესპუბლიკის კანცლერი სებასტიან კურცი გამოვიდა.

„ექსპერტები თანხმდებიან იმაში, რომ 7-დღიანი ავადობა უნდა შემცირდეს 50-მდე, იდეალურ შემთხვევაში - 25-მდე, სანამ გახსნას შევძლებთ“, - აღნიშნა კურცმა.

საფრანგეთში საქართველოს საელჩო თანამემამულეებს ახალი შეზღუდვების შესახებ აფრთხილებს

მან განმარტა, რომ ავსტრიისთვის ეს დაახლოებით ინფიცირების 700 ახალ შემთხვევას ნიშნავს, და აღნიშნა, რომ არ არის დარწმუნებული, რომ ამ რიცხვის მიღწევა დადგენილ ვადებში საერთო შესაძლებელია.

ქვეყანაში მკაცრი კარანტინი 26 დეკემბერს დაიწყო, ვარაუდობდნენ, რომ ის 24 იანვარს დასრულდებოდა. უკვე სამი კვირაა ქვეყანაში პრაქტიკულად არაფერი არ მუშაობს: ღიაა მხოლოდ სუპერმარკეტები, აფთიაქები, ბანკები, ასევე მომსახურებათა ის სფეროები, სადაც კლიენტთან ახლო კონტაქტი არ იგულისხმება. 24 საათის განმავლობაში არ შეიძლება სახლის დატოვება საპატიო მიზეზის გარეშე, რაშიც სხვა ყველაფერთან ერთად, გასეირნება მოიაზრება.

მოსახლეობა ასეთი შეზღუდვების გამო ძალიან დაიღალა: შაბათს ავსტრიაში შემზღუდავი ზომების მოწინააღმდეგეთა რამდენიმე დემონსტრაცია გაიმართა, ყველაზე დიდი აქცია ვენაში შეიკრიბა: ქალაქის პოლიციის მონაცემებით, საერთო ჯამში დედაქალაქის ქუჩებში დაახლოებით 10 ათასი ადამიანი გამოვიდა.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიაში 27 დეკემბერს დაიწყო კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ის სამ ეტაპად ჩატარდება.