შავ ზღვაში რუსული გემი ჩაიძირა: ეკიპაჟის გადასარჩენად ოპერაცია მიმდინარეობს

მიმდინარეობს ოპერაცია რუსული გემის Арвин ეკიპაჟის 13 წევრის გადასარჩენად. ინციდენტი ინკუმუს რაიონში მოხდა
Sputnik

თბილისი, 17 იანვარი – Sputnik. შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროზე სატვირთო გემი „არვინი“ ჩაიძირა, იუწყება ბართინის პროვინციის გუბერნატორი სინან გიუნერი.

მისი მონაცემებით, იწყება ოპერაცია ეკიპაჟის 13 წევრის გადასარჩენად.

შავ ზღვაში თურქული გემი ჩაიძირა, ნაპოვნია 4 მეზღვაურის ცხედარი

გუბერნატორის განცხადებით, არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობების გამო სამაშველო ოპერაცია გართულდა, მაშველებს უბედურების ზონამდე მიღწევა უჭირთ.

„ბორტზე ეკიპაჟის 13 წევრი იმყოფებოდა, ყველა რუსეთის მოქალაქეა. ამ მომენტისთვის გადარჩენილია ეკიპაჟის 5 წევრი, სამაშველო კატარღაზე ამოყვანილია ორი ცხედარი, ექვსის ძებნა გრძელდება“, - ციტირებს გიუნერს სააგენტო Anadolu.

ამასთან, ანკარაში რუსეთის საელჩოს მონაცემებით, შავ ზღვაში გემის ჩაძირვის შედეგად დაღუპულები არ არიან.

შავ ზღვაში თურქეთის სანაპიროსთან ჩაძირული გემი „არვინი“ პალაუს დროშის ქვეშ ცურავდა, ამას გემების მონიტორინგის სისტემების - Vesselfinder და Marinetraffic-ის მონაცემები მოწმობს.