ქართველმა სუმოისტმა იანვრის ჰაცუ ბაშოზე ზედიზედ მესამე მარცხი განიცადა

იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შერკინებას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს
Sputnik

თბილისი, 16 იანვარი - Sputnik. ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე, იგივე ტოჩინოშინი, იანვრის ჰაცუ ბაშოზე ტოკიოში ზედიზედ მესამედ დამარცხდა.

ტოჩინოშინი, რომელიც აღმოსავლეთის მეოთხე მაეგაშირას რანგში ასპარეზობს, მეშვიდე საშეჯიბრო დღეს ოძეკი ტაკაკეისიოსთან დამარცხდა.

ქართველი სუმოისტისთვის ეს ტურნირზე უკვე მეხუთე წაგებაა, ორი შერკინება ტოჩინოშინის გამარჯვებით დასრულდა. იმ შემთხვევაში, თუ ტოჩინოშინი კიდევ სამ შეხვედრას წააგებს, ის მსოფლიოს უძლიერესი სუმოისტების რეიტინგში რამდენიმე პოზიციას დაკარგავს.

ქართველი სპორტსმენის მომდევნო მეტოქე სეკივაკე ტაკანოსიო გახდება. მომდევნო დაპირისპირება სუმოისტებს შორის რიგით მეოთხე იქნება. ამ მომენტისთვის ტაკანოსიო იგებს ანგარიშით 2:1.

ჰაცუ ბაშო 24 იანვარს დასრულდება.