კომბინირებული ვაქცინა: რუსეთში ახალი პრეპარატის შექმნაზე მუშაობენ

გრიპისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო კომბინირებული ვაქცინის გამოცდები მომდევნო წლის დასაწყისისთვის იგეგმება
Sputnik

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. კომბინირებული ვაქცინა, რომელიც ადამიანებს ერთდროულად გრიპისგანაც დაიცავს და კორონავირუსისგანაც, რუსეთში შესაძლოა მომავალი წლის ბოლომდე გამოჩნდეს, განაცხადა РИА Новости–სთან საუბრისას გამალეის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა.

რუსეთი ევროკავშირში ვაქცინა Sputnik V-ს დასარეგისტრირებლად ემზადება

როგორც მეცნიერმა აღნიშნა, მსგავსი პრეპარატების შექმნის ტექნოლოგია უკვე შემუშავებულია: ახლა უკვე მიმდინარეობს მისი ადაპტირება ვირუსის გრიპისა და COVID-19–ს აღმძვრელის სხვადასხვა ვარიანტებზე.

„ჩვენ ახლა ყველაფერს ვამუშავებთ იმ შტამებზე, რომლებიც გვაქვს, მერე კი აქტუალური შტამების ჩართვასაც ვგეგმავთ. <...> კლინიკურ გამოცდებს მომდევნო წლის დასაწყისში შევუდგებით“, — დააზუსტა გინცბურგმა.

გრიპისა და კორონავირუსისგან დამცავი კომბინირებული ვაქცინის შექმნაზე მანამდე ასევე ისაუბრა სახელმწიფო სამეცნიერო ცენტრ „ვექტორის“ გენერალურმა დირექტორმა რინატ მაქსიუტოვმაც. მისი გამოცდა ნოემბრის პირველ რიცხვებში დაიწყო ცხოველებზე და ეფექტურობა გამოავლინა.