თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მსახიობმა მაკოლეი კალკინმა, რომელიც მთავარ როლს ასრულებს ფილმებში „მარტო სახლში“, მხარი დაუჭირა ფილმის მეორე ნაწილის რედაქტირებას და იქიდან აშშ–ის ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრას.
Twitter–ის ერთ–ერთმა მომხმარებელმა უკვე გამოაქვეყნა კიდეც რედაქტირებული მონაკვეთი, სადაც კალკინის გმირისა და ტრამპის მიერ სასტუმროს ფოიეში გათამაშებული ეპიზოდი აღარ არის.
- „გაყუდულია!“ — ასე შეაფასა მსახიობმა იდეა სოციალურ ქსელში.
გარდა ამისა, სოციალური ქსელების მომხმარებლებს ასევე აქვთ იდეა, ტრამპის ნაცვლად ფილმის ეპიზოდში ჯო ბაიდენი ან კიანუ რივზი ჩასვან.