ბუნებრივი ელექსირის რეცეპტი თავის ტკივილის სამუდამოდ დასავიწყებლად: ჯადოსნური წვეთები

ეს არის საშუალება, რომელიც სამუდამოდ დაგავიწყებთ თავის ტკივილს, ვინაიდან თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს.
Sputnik
„მკვლელი“ თავის ტკივილი: ექიმი ასახელებს სიმპტომებსა და სიხშირეს

სწორედ სისხლის ცუდი მიმოქცევაა უფრო ხშირად თავის ტკივილის მიზეზი, რაც ადამიანს ხანდახან სიცოცხლესაც კი აბეზრებს.

რაღა თქმა უნდა, არსებობს არაერთი პრეპარატი ამ პრობლემის მოსახსნელად, მაგრამ ჩვენ მაინც გადავწყვიტეთ გაგაცნოთ ბუნებრივი და უბრალო რეცეპტი, რომელიც რამდენიმე წუთში გაგიქრობთ მტანჯველ ტკივილს.

ინგრედიენტები

  • ვალერიანის ნაყენი - 100 მლ
  • ევკალიპტის ნაყენი - 100 მლ
  • იორდასალამის (პეონის) ნაყენი - 50 მლ
  • შავბალახას (пустырник) ნაყენი - 100 მლ
  • ბაღის პიტნის ნაყენი - 50 მლ
  • კუნელის ნაყენი - 100 მლ
  • მიხაკი - 10 ც
  • თაფლი - 1 სუფრის კოვზი
  • დაფქული კოჭა (ჯინჯერი, ჯანჯაფილი) - 10 გ

მომზადების წესი

მოათავსეთ ყველა ეს ინგრედიენტი მუქი ფერის შუშის ჭურჭელში და დადგით ბნელ ადგილზე 25 დღის განმავლობაში. ხანდახან შეანჯღრიეთ.

ამ ვადის გასვლის შემდეგ ნაყენი გადაწურეთ.

მიიღეთ 25-25 წვეთი დღეში ორჯერ — დილით და საღამოს, ჭამამდე 30 წუთით ადრე.

გისურვებთ ჯანმრთელობას!