სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

სტუდენტების აქციას საქართველოს პარლამენტის წინ მხარი დაუჭირა მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ. მან მათ მხარდასაჭერად პეტიციაც შექმნა, რომელსაც უკვე მოაწერა ხელი 10 ათასზე მეტმა სტუდენტმა.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. სტუდენტებმა, რომლებსაც სტატუსი სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერეს, მოძრაობის „ხალხისთვის“ ლიდერ ანა დოლიძესთან ერთად საქართველოს პარლამენტის წინ აქცია–პერფორმანსი მოაწყვეს.

სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

აქციაზე მათ მხარდასაჭერად მათი თანატოლები მივიდნენ.

„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

ანა დოლიძის განცხადებით, ფინანსური კრიზისის გამო იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც სტატუსი შეუჩერდა, რეკორდულად მაღალია. ამ საკითხს მან „სერიოზული სოციალური პრობლემა“ უწოდა, რადგან ქვეყანაში ყოველი მეორე სტუდენტი ფინანსური სიდუხჭირის გამო განათლების გარეშე რჩება.

„ერთი თვის წინ მივმართე განათლების კომიტეტს და პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით, რომ გადაჭრან ეს სოციალური პრობლემა. სამწუხაროდ, ამ შენობის მობინადრეები არიან ჩაკეტილები და პასუხი საკანონმდებლო წინადადებაზე დღემდე არ მიგვიღია“, – განაცხადა დოლიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოითხოვა განათლების კომიტეტის სხდომის მოწვევა 18 იანვარს და მისი ღია რეჟიმში ჩატარება, რათა მასში მონაწილეობის მიღება შეძლონ მასწავლებლებმა და სტუდენტებმა.

სტუდენტები სწავლის საფასურის შემცირებას და სტატუსის აღდგენას მოითხოვენ

სტუდენტებმა ანა დოლიძესთან და „პროგრესის ცენტრთან“ ერთად საპროტესტო აქცია უკვე რამდენჯერმე გამართეს. მათ მიმართეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტს საპარლამენტო ინიციატივით. დოლიძემ შექმნა პეტიცია, რომელსაც ხელი უკვე 10 ათასმა ადამიანმა მოაწერა, და ორი მოთხოვნა წამოაყენა – აღუდგეთ სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს სწავლის უფლება და განახევრდეს სწავლის გადასახადი.