დასავლეთ საქართველოში გზაზე მეწყერი ჩამოწვა

ფერდობიდან გზაზე ჩამოწოლილი მეწყრის გამო გადაკეტილია გზის სავალი ნაწილი. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

მეწყერი საავტომობილო გზის 45-ე კილომეტრზეა. ფერდობიდან ჩამოწოლილი მიწის მასის გამო გზის სავალი ნაწილი გადაკეტილია.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს გზის გაწმენდის სამუშაოები.