კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: ბოლო მონაცემებით დედაქალაქი კვლავ პირველ ადგილზეა

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 13 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.618 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 750 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 19.438 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 10.774, PCR ტესტით – 8.664.

COVID-19 საქართველოში: რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბოლო დღე-ღამეში>>

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთია, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთი.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 234, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 126, შიდა ქართლი – 103, კახეთი – 102, აჭარა – 94, ქვემო ქართლი – 94, მცხეთა-მთიანეთი – 44, გურია – 35, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 403 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 227.611-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 ადამიანი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.846-ს მიაღწია.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში

ამ დროის მონაცემებით საქართველოში 12.772 ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა. აქედან 3.873 ადამიანი მკურნალობს კოვიდ-კლინიკებში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.788, იმერეთში – 768, აჭარაში – 350.

816 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი, მათგან თბილისში – 162, იმერეთში – 26, აჭარაში – 7.

კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 579 ადამიანი, მათ შორის 218 – თბილისში, 295 – აჭარაში, 27 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 8.320 ადამიანი. დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეებში იმყოფება 496 ადამიანი, აქედან: თბილისში – 243, აჭარაში – 55, ხოლო იმერეთში – 7.

თვითიზოლაციაში იმყოფება 22.797 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 12.989 პირი, იმერეთში – 2.349, აჭარაში – 2.166.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.618 გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 243.255-ს მიაღწია.