უჩვეულო "ალილო": მღვდლებმა ქალაქი მანქანებით შემოიარეს – ვიდეო

ტრადიციული საშობაო მსვლელობა „ალილო“ წელს კორონავირუსის პანდემიის გამო არ იმართება, მაგრამ სასულიერო პირებმა ტრადიციული მარშრუტი ავტომობილებით გაიარეს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.
Sputnik

ბოლო წლებში „ალილო“ ტრადიციად ჩამოყალიბდა თბილისში. ყოველ წელს ამ დღეს სასულიერო პირები და მორწმუნეები ხატებითა და სანთლებით ქალაქის ცენტრალური ქუჩების გავლით სამებაში მიდიან. 

საქართველოში 7 იანვარს ტრადიციული „ალილო“ არ ჩატარდება

გზაში პროცესია იღებს საჩუქრებს, შემოწირულობებსა და სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც შემდეგ უნაწილდებათ უპოვრებს, მოხუცებულთა თავშესაფრების ბინადრებს, მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს.

კორონავირუსის გამო წელს „ალილო“ არატრადიციული ფორმატით გაიმართა. სასულიერო პირებმა ტრადიციული მარშრუტი ავტომობილებით გაიარეს, ქუჩები აკურთხეს და გამვლელებს დღესასწაული მიულოცეს.

საქართველოში „ალილოს“ ისტორია უკვე 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანი ქველმოქმედებაა.