ქართველი მწერლის რომანი 2020 წლის საუკეთესო წიგნების ათეულში მოხვდა

კრიტიკოსებმა რომანს უწოდეს „ქართული პოსტსაბჭოური ცხოვრების ურყევი სურათი“, რომელიც თბილისელი 18 წლის შშმ მოსწავლის პრიზმაშია ნაჩვენები.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი — Sputnik. მწერლისა და რეჟისორის ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“ ჟურნალმა The Calvert Journal აღმოსავლეთ ევროპაში გამოცემულ 10 საუკეთესო წიგნს შორის დაასახელა.

ქართველი მწერლის გერმანულენოვანი რომანი პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტია

Calvert Journal – მრავალი ჯილდოს მფლობელი ონლაინ-ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ახალი აღმოსავლეთის თანამედროვე კულტურასა და შემოქმედებას – აღმოსავლეთ ევროპის, ბალკანეთის, რუსეთისა და ცენტრალური აზიის.

2020 წლის რეგიონის საუკეთესო ლიტერატურული გამოცემების ჩამონათვალში მოხვდა ქართველი ავტორის ნამუშევარიც, რომელიც დიდი ბრიტანეთის მკითხველისთვის ნოემბრიდან გახდა ხელმისაწვდომი.

დიდ ბრიტანეთში ექვთიმიშვილის ნაწარმოები დაახასიათეს როგორც „ქართული პოსტსაბჭოური ცხოვრების ურყევი სურათი“, რომელიც მთავარი გმირის - თბილისელი შშმ ბავშვთა სკოლის 18 წლის მოსწავლის პრიზმაშია ნაჩვენები.

„რეჟისორ ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი, რომლის მოქმედებაც 90-იან წლებში თბილისის გარეუბანში, შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების და მიტოვებული ბავშვების სკოლა-ინტერნატში ხდება, ეს არის მოთხრობა არა მარტო გაზრდის, არამედ გადარჩენის შესახებ“, – წერს The Calvert Journal.

ნანა ექვთიმიშვილი - ქართველი მწერალი, სცენარისტი და კინორეჟისორია. დაიბადა თბილისში 1978 წელს, დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი და კონრად ვოლფის სახელობის გერმანიის კინემატოგრაფიისა და ტელევიზიის ინსტიტუტი პოტსდამში.

„თქვენ რაზე ზიხართ?" – როგორ და რატომ მოხვდა მწერალი როსტომ ჩხეიძე ციხის საავადმყოფოში

ნანა ექვთიმიშვილის მოთხრობები პირველად თბილისურ ლიტერატურულ ალმანახ „არილში“ 1999 წელს გამოქვეყნდა.

ის მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი ფილმების ავტორია, მათგან ყველაზე ცნობილი და წარმატებულია „გრძელი ნათელი დღეები“ და „ჩემი ბედნიერი ოჯახი“. ეს ფილმები ექვთიმიშვილმა თავის მეუღლესთან, რეჟისორ სიმონ გროსთან ერთად გადაიღო.

2015 წელს გამოქვეყნდა ნანა ექვთიმიშვილის სადებიუტო რომანი „მსხლების მინდორი“, რომელსაც მიენიჭა რამდენიმე ლიტერატურული პრემია, მათ შორის „საბა“, „ლიტერა“, ილიას უნივერსიტეტის პრემია, ასევე ითარგმნა გერმანულ ენაზე.