კოვიდ-სტატისტიკა საქართველოში: პაციენტების 9%-ზე მეტი მძიმე მდგომარეობაშია

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.612 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 670 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა, განაცხადა უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 15.492 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 9.084, PCR ტესტით – 6.408. დადებითი შედეგი ტესტების 10%-მა აჩვენა.

ქსნის პენიტენციური დაწესებულების პატიმარი კორონავირუსით გარდაიცვალა

ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია:

იმერეთი – 257, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 145, აჭარა – 118, შიდა ქართლი – 107, ქვემო ქართლი – 106, კახეთი – 85, მცხეთა-მთიანეთი – 56, გურია – 29, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14.

ამჟამინდელი მონაცემებით, საქართველოში 9.076 აქტიური შემთხვევაა.

კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 3.898 პაციენტი, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1.916, იმერეთში – 732, აჭარაში – 353.

856 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა – ეს აქტიური შემთხვევების 9,4%-ია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 275 პირი, მათგან თბილისში – 180, იმერეთში – 31, აჭარაში – 13.

კოვიდ-სასტუმროში მოთავსებულია 742 ადამიანი, მათ შორის 208 – თბილისში, 455 – აჭარაში, 24 – იმერეთში.

ბინაზე მკურნალობს 4.436 პირი (აქტიური შემთხვევების 49%).

დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში იმყოფება 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, იმერეთში – 64, ხოლო აჭარაში – 47.

თვითიზოლაციაში იმყოფება 24.084 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 14.404 პირი, იმერეთში – 2.473, აჭარაში – 2.052.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.612-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 235.491-ს მიაღწია.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 419 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223.695-მდე გაიზარდა.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 28 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2.694-ს მიაღწია.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.