შობა საქართველოში: პანდემიამ დღესასწაულის ტრადიციები შეცვალა

ტაძრებში საღვთო მსახურება უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიმართა – ყველა მორწმუნე იყო პირბადით და იცავდა დისტანციას.
Sputnik

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. საქართველოს მართლმადიდებელი მოსახლეობა 7 იანვარს ზეიმობს ქრისტეშობას – ერთ-ერთ უდიდეს ქრისტიანულ დღესასწაულს.

ნათელი შენს სარკმელში: საქართველოში შობას ანთებული სანთლებით ეგებებიან >>

7 იანვრის ღამეს ღვთისმსახურება ყველა მართლმადიდებელ ტაძარში ჩატარდა. მთავარი წირვა სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ აღავლინა.

საშობაოდ სავედრებელი ყოველთა ქართველთა: ლოცვა XXI ასწლეულისა

კორონავირუსის პანდემიის გამო წირვები უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით გაიმართა – ყველა მორწმუნე იყო პირბადით და იცავდა დისტანციას.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შობის ღამეს 21:00 საათიდან გადაადგილებაზე შეზღუდვა მოხსნილი იყო.

კორონავირუსის გამო 7 იანვარს საშობაო ალილო არ გაიმართება, თუმცა სასულიერო პირები თბილისს ავტოკოლონით შემოუვლიან და მოსახლეობას დღესასწაულს მიულოცავენ.

„ალილოს“ ისტორია 15 საუკუნეს ითვლის. მისი მთავარი მიზანია ქველმოქმედებაა - თბილისელები მსვლელობის მონაწილეებს გადასცემენ საჩუქრებსა და შემოწირულობებს, რომლებიც შემდგომ დღეებში შეჭირვებულ ოჯახებზე, ობოლ ბავშვებსა და ხანდაზმულთა პანსიონატების ბენეფიციარებს შორის ნაწილდება.