COVID-19 - ბოლო ცნობები

კორონავირუსის ახალი შტამი მსოფლიოს ათობით ქვეყანაში გამოვლინდა: ჯანმო რაოდენობას ასახელებს

კორონავირუსის ახალი მუტაციების შესახებ, რომლებიც პირველად დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა, დეკემბერში გახდა ცნობილი.
Sputnik

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამი მსოფლიოს 41 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გამოვლენილი, იუწყება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია.

როგორც ჯანმოში აღნიშნავენ, 5 იანვრის მონაცემებით, საუბარია „შემთხვევათა მცირე რაოდენობაზე“.

​ამასთან, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ექვს ქვეყანაში გამოვლენილია კორონავირუსის ის მუტაცია, რომელიც თავდაპირველად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში აღმოაჩინეს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსი SARS-CoV-2-ის ახალი მუტაციის გამოვლენის შესახებ დეკემბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი. იმავდროულად სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრომ ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ გენეტიკოსებმა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი მუტაცია — 501.V2 დააფიქსირეს.