კომპოზიცია ქართველ მუსიკოსს კახა მეტრეველს ეკუთვნის, რომელიც გერმანიის ქალაქ მიუნსტერის მუსიკალური სკოლა Crescendo-ს დირექტორია.
მატისენის შესრულებულმა მელოდიამ, რომლის ვიდეოც 20 თებერვალს აიტვირთა YouTube-ზე, იუზერების აღფრთოვანება გამოიწვია და მათაც კომენტარები არ დაიშურეს. „საოცარია!“ „ულამაზესია!“ „დაუჯერებელია!“ „ჯადოსნურია!“ — ეს ის ეპითეტებია, რომლებითაც ინტერნეტმომხმარებლებმა ქართული საგალობელი შეამკეს.
აღსანიშნავია, რომ ჰაიკე მატისენი რამდენიმე ალბომის ავტორია და წარმატებით გამოდის კონცერტებით აშშ-ში, იაპონიაში, ჩინეთსა და ასევე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში.