გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

მასში გურული გენებია, რაც იმას ნიშნავს, რომ აპრიორი, ოპტიმისტია, სიცოცხლე უყვარს და მიზანს ხშირად აღწევს.
Sputnik

გენები შემთხვევით არ ვახსენე, საუბარია, გენეტიკის მეცნიერებათა დოქტორზე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის მაგისტრსა და ბაკალავრზე, სოფიო გარაყანიძეზე. თავის დროზე, გაცვლითი პროგრამით პორტუგალიაში, პორტოს უნივერსიტეტში სწავლობდა. დღეს თბილისის საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიის მასწავლებელია. ჩვენთან საუბარში მან პროფესიულ წარმატებზე, ბავშვობისდროინდელ კალანდას და პორტუგალიაზე ისაუბრა.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- ქალბატონო სოფიო, როგორ დაგეხმარათ გურული გენები ცხოვრებაში და წარმატების მიღწევაში?

- მიზანდასახული ოპტიმისტი ვარ და მიზნის მისაღწევად რთული გზის გავლა არ მაშინებს. ვფიქრობ, ეს თვისება მართლა გენეტიკურად მერგო და დღემდე მეხმარება გამოწევევებთან გამკლავებაში.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- გენეტიკის სფერო თავისთავად საინტერესოა, მაგრამ მაინც, რატომ აირჩიეთ?

- მიმაჩნია, რომ ბიოლოგია მეცნიერებებს შორის ყველა მიმართულებით განსაკუთრებულად საინტერესოა. თუმცა, მე გენეტიკით დავინტერესდი, რადგან ის არის დაფარულის გაცხადების შესაძლებლობა მეცნიერებით დაინტერესებული ადამიანისთვის. ჩემი სტუდენტური ცხოვრების სამივე საფეხური - ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა უკავშირდება ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სადაც დოქტორანტურის პერიოდი პროფესორ მარინა ქორიძის ხელმძღვანელობით გავიარე. ვფიქრობ, ამგვარი პროფესიული კავშირი ქალბატონ მარინასთან ჩემი წარმატებული საქმიანობის მიზეზი გახდა. 

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- ამბობენ, თეორიულად გენეტიკის შეცვლა შესაძლებელიაო...

 - სამყაროში ცვლილებები მუდივად მიმდინარეობს. მის როგორც ცოცხალ, ასევე არაცოცხალ ნაწილში ცვლილებები გენეტიკურ დონეზეც ხდება, მაგრამ ამის შედეგები ყოველთვის დადებითი არ არის.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- პორტუგალიაში როგორ აღმოჩნდით?

- დოქტორანტურაში სწავლის პერიოდში Erasmus Mundus Medea პროექტის ფარგლებში პორტოს უნივერსიტეტეტის ფარმაციის ფაკულტეტზე აღმოვჩნდი და პროფესორების, ელიზიუ სოუსა კოშტასა და ალის სანტოს სილვას ხელმძღვანელობით ქიმია-ბიოლოგიის ლაბორატორიაში დავიწყე მუშაობა სადოქტორო ნაშრომის კვლევით ნაწილზე.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

-  პორტოში ყოფნის დროს ღიმილით რას იხსენებთ?

- პორტუგალიური სტუდენტობა საინტერესო დღეებით სავსე იყო.  თუმცა მახსენედება ერთი ამბავი, რომელიც მნიშვნელოვანი დოკუმენტის ჩაბარებას ეხებოდა. მობილობის პერიოდის ამოწურვამდე ეტაპობრივად დოკუმენტების წარდგენა გვევალებოდა. მეც, თადარიგი დავიჭირე და ონლაინ ჩავეწერე მიღებაზე. ხელმძღვანელს საბუთის მომზადება ვთხოვე, რომელიც მალევე გადმომცეს, ამიტომ თეთრი ხალათი გავიხადე, საბუთი ავიღე და წავედი. ჩემი ფაკულტეტიდან საკმაოდ მოშორებით იყო პორტოს უნივერსიტეტის რექტორატი, სადაც საბუთი უნდა წარმედგინა. ქარიანი დღე იყო და გზად მიმავალს ქარის ძალამ ფურცელი ხელიდან გამომგლიჯა. იმ წამს ჩემს თავში არა ერთი ტაქტიკური სვლა დაიბადა, რომლითაც ვცდილობდი ქაღალდის გადარჩენას, მაგრამ ყოველი მცდელობა უშედეგო გამოდგა. სამწუხაროდ, ჩემი შედეგების ფურცელი მანქანის საბურავების ქვეშ ნაკუწებად იქცა. დავბრუნდი ლაბორატორიაში. უხერხულობა და დაბნეულობა მეტყობოდა. მაშინვე მკითხეს რა მოხდაო. პასუხის გაცემა გამიჭირდა, მაგრამ სიმართლე ვთქვი: დოკუმენტი ქარს გავატანე მეთქი, რის გამოც ბევრი ვიცინეთ.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- გურიაში განსაკუთრებულად ემზადებიან კალანდისთვის, გამონაკლისი ალბათ არც თქვენი ოჯახია, როგორი იყო ბავშვობისდროინდელი კალანდა?

- ამ დროს ჩვენს ოჯახშიც უჩვეულო სამზადისია. თუმცა ბავშობისდროინდელ კალანდას ჩემთვის სხვა ფერი და სურნელი აქვს. ამ დღეს მე და ჩემი და ადრიანად ვიღვიძებდით და ვემზადებოდით მეკვლეობისთვის, ანუ როგორც გურიაში იტყვიან, ფეხადობისთვის. ტკბილეულით სავსე ლანგრები მიგვქონდა უახლოსი მეზობლების  ოჯახებში, სადაც უძვირფასესი სტუმრები ვიყავით. ჩვენი ასაკის მიუხედავად ფეხადის მოვალეობები გათავისებული გვქონდა და ყველა მითითებას ზედმიწევნით ვასრულებდით. მათ შორის, გარკვეული დროით სუფრასთან ჯდომის ვალდებულების ჩათვლით.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- ამ რიტუალის ყველაზე სასურველი მომენტი ალბათ მეკვლეობისთვის „გასამრჯელო“ იყო...   

- დიახ, რიტუალის სანატრელი ეპიზოდი მასპინძლის მიერ ჩვენთვის გამზადებული ნუგბარის გადმოცემა იყო, რომელსაც სულმოუთქმელად ველდებოდით. ჩვენივე ლანგარს გურული ჩურჩხელებით, ჩირითა და ათასგვარი სასუსნავით გვივსებდნენ. ბოლოს ბებოების სითბოთი და სიყვარულით გაჟღენთილები სახლში უსაშველოდ ბედნიერები ვბრუნდებოდით.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- როგორია თანამედროვე ბავშვებთან, გაჯეტებისა და ინტერნეტის თაობასთან ურთიერთობა?

- ახლანდელ ბავშვები ძალიან საინტერესო ადამიანები არიან, მათგან ბევრის სწავლა შეიძლება. მათთან ურთიერთობა პიროვნული თვისებების აღქმით უნდა დაიწყო. ეცადო ეს ურთიერთობები პატივისცემაზე, თანასწორობასა და სამართლიანობაზე იყოს აგებული. შენს საგანს ისე უნდა ასწავლიდე, როგორც ყველაზე საინტერესოს მეცნიერებათა შორის. რაც შეეხება, გაჯეტებსა და კომპიუტერს: ტექნოლოგიების გამოყენება კიდევ უფრო საინტერესოს ხდის სასწავლო პროცესს, ამდენად, მისი როლი სასიკეთოდ უნდა გამოვიყენოთ.

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

 - რა რჩევა-სურვილს გაატანთ მოსწავლეებს დიდ ცხოვრებაში?

- უყვარდეთ და პატივს სცემდნენ ადამიანებს და რა საქმესაც უნდა შეეჭიდნონ, დიდი პასუხისმგებლობით აკეთონ. ოღონდ, მანამდე, ვურჩევ ნუ იჩქარებენ გაზრდას და ბავშვობის სინათლითა და სიკეთით დატკბნენ...

გურული ფეხადი გოგოს თავგადასავალი პორტუში და ქართველების სიკეთით დატვირთული გენეტიკა

- როგორც გენეტიკის სპეციალისტი რას უსურვებთ ქართველებს არა მხოლოდ საახალწლოდ?

 - პირველ რიგში, მოთმინებას ვუსურვებ, მალე გაივლის ეს რთული პერიოდი და ჩვენ ისევ დავიბრუნებთ ერთმანეთს და ძველებურ ურთიერთობებს... საერთოდ, ქართველებს სიკეთით დატვირთული გენეტიკა გვაქვს. ვისურვებდი, რომ ის საუკეთესო ერონული თვისებები, რომლებიც ამ გენეტიკამ განსაზღვრა, უკვდავი იყოს და თაობიდან თაობას გადაეცეს...