უმაღლესმა მთავარსარდალმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ ჯარს როგორც ქვეყნის შიგნით გაწეული სამსახურისთვის, ასევე საერთაშორისო მისიებში მონაწილეობისთვის
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა, ქვეყნის თავდაცვის ძალების უმაღლესმა მთავარსარდალმა სალომე ზურაბიშვილმა თავდაცვის ძალებს ახალი წელი მიულოცა და ქვეყნის ერთგული სამსახურისათვის მადლობა გადაუხადა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

თავდაცვის მინისტრმა ქართველ სამშვიდობოებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა>>

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს წელი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახებისათვის ისევე, როგორც მთელი საქართველოსათვის, საკმაოდ მძიმე და რთული იყო, მაგრამ ქვეყანამ მოახერხა ამის გადატანა. 

„იწყება 2021 წელი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ქვეყნისა და სამშობლოსთვის წარმატებული წელი იქნება. ჩვენ დავძლევთ არა მხოლოდ პანდემიას, დავძლევთ მის შედეგებს და მივაღწევთ იმას, რომ შევინარჩუნოთ ის, რაც იყო ამ ქვეყნის მთავარი მიღწევა, რომ ჩვენ რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი კუნძული და მშვიდობის კუნძული ვართ - და ეს თქვენი დამსახურებაა!“ - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ქართულ ჯარს იმისთვის, რომ ის საქართველოს სამსახურში დგას ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.

ქართველმა სამხედროებმა სოციალურად დაუცველ ოჯახებს საჩუქრები გადასცეს

„მინდა მადლობა გითხრათ იმისთვის, რასაც თქვენ დღეს აკეთებთ საზღვარგარეთ, ჩვენს საერთაშორისო მისიებში. ამისთვის მთელი საზოგადოება ჩემი სახელით მადლობას გიხდით! ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რამეთუ თქვენი მეშვეობით აფასებენ ქართველის მამაცობას, ქართველის მზადყოფნას დაიცვას არა მხოლოდ თავისი ქვეყანა და თავისი ტერიტორია, არამედ მსოფლიო მშვიდობა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ჯარისკაცებს უსურვა, რომ რომ ეს წელი მათთვის და მათი ახლობელბისთვის ბედნიერი წელი ყოფილიყოს.