საქართველოში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდა

საქართველოს მთავრობამ მთელი 2021 წლის განმავლობაში მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის გაზრდილი სამომხმარებლო ტარიფის სუბსიდირების გადაწყვეტილება მიიღო
Sputnik

თბილისი, 1 იანვარი – Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან მოსახლეობისთვის ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები ამოქმედდა.

რა სიახლეები ამოქმედდა 2021 წლის 1 იანვრიდან საქართველოში>>

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი 3.5 თეთრით (დღგ-ის ჩათვლით) გაიზარდა.

სამომხმარებლო ტარიფები „თელასის“ აბონენტებისთვის 

  • 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 18.041 თეთრი, 
  • 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 22.053 თეთრი,
  • 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.537 თეთრი.

„თელასი“ ელექტროენერგიით თბილისის მოსახლეობას უზრუნველყოფს

სამომხმარებლო ტარიფები „ენერგო–პრო ჯორჯიას“ აბონენტებისთვის 

„ენერგო–პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიით რეგიონებს უზრუნველყოფს

  • 100 კვტ/სთ-ის ჩათვლით 1 კვტ/სთ მოხმარებული ენერგიის ფასი – 17.731 თეთრი, 
  • 101 კვტ/სთ-დან 300 კვტ/სთ-ის ჩათვლით – 21.707 თეთრი,
  • 301 კვტ/სთ-დან და მეტი – 26.227 თეთრი.

ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის სუბსიდირებას 2021 წლის განმავლობაში სახელმწიფო იკისრებს. საქართველოში ოჯახების უმეტესი ნაწილი ელექტროენერგიისთვის ძველი ტარიფებით გადაიხდის, დანარჩენს მთავრობა დაფარავს. სუბსიდია შეეხება იმ აბონენტებს, რომლებიც თვეში 300 კვტ/სთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ.

გარდა ამისა, ტარიფი 11–12 თეთრით გაიზარდა კომერციული საწარმოებისთვისაც. ამ შემთხვევაში სახელმწიფო სუბსიდირებას განახორციელებს იმ ადგილობრივი კომპანიებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების კვების პროდუქტებს აწარმოებენ.