პენიტენციურ დაწესებულებებში პაემნებზე შეზღუდვა გახანგრძლივდა

პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულები და მსჯავრდებულები ხანმოკლე პაემნით 25 მაისიდან სარგებლობდნენ.
Sputnik

თბილისი, 31 დეკემბერი - Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულ/მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნების უფლება 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით შეუჩერდათ. ინფორმაციას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გადაწყვეტილება კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით არის მიღებული.

პენიტენციურ დაწესებულებებში 28 დეკემბერს საახალწლო ამანათების მიღება იწყება

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებებში მოქმედი შეზღუდვების პირველი ეტაპის მოხსნის შემდეგ ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს ხანმოკლე პაემნით სარგებლობის შესაძლებლობა 25 მაისიდან ჰქონდათ.

ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, 28 ნოემბრიდან ეს უფლება დროებით შეუჩერდათ. ამ ეტაპზე კი მიღებული იქნა ამ შეზღუდვის 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით გაგრძელების გადაწყვეტილება.

ამავდროულად მოიხსნა პანდემიასთან დაკავშირებული სხვა შეზღუდვა, რომელიც ასევე 28 ნოემბრიდან მოქმედებდა. საუბარია მიმდინარე წლის 28 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის მიხედვითაც ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით დაიწყო დაწესებულებებში ამანათების მიღება მხოლოდ 28, 29, 30 და 31 დეკემბერს იყო ნებადართული. ეს შეზღუდვა მომავალი წლის 4 იანვრიდან აღარ იარსებებს.

შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულებს დაუბრკოლებლად შეეძლებათ ყველა სახის ამანათის მიღება.