წლის ბოლო კვირაში საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა შეზღუდვები მოეხსნა იმ მაღაზიებისთვის, სადაც იყიდება სხვადასხვა სახის საქონელი – ტანსაცმელი, ავეჯი, სუვენირები, საჩუქრები. ახალი წლის დადგომის შემდეგ მაღაზიები დროებით ისევ დაიკეტება.
2 / 12
გარკვეული დროის განმავლობაში მაღაზიების დიდი ნაწილი და სავაჭრო ცენტრები შეზღუდვის გამო დაკეტილი იყო
4 / 12
თერმოსკრინინგის შემდეგ მყიდველებს მაღაზიებში უშვებენ რიგის დაცვით, ასევე მოქმედებს ერთდროულად მაღაზიაში მყოფთა რაოდენობის შეზღუდვა
5 / 12
მიუხედავად ფასდაკლებების, მყიდველებისთვის ყველაფერი ხელმისაწვდომი არაა - ბევრ მათგანს შემოსავლის წყარო შეუმცირდა, ან შეუწყდა
6 / 12
მაღაზიების უსაფრთხოების თანამშრომლები ყოველდღიურად ასობით ადამიანს ამოწმებენ ვირუსზე
8 / 12
ახალი წლის შემდეგ მაღაზიები კვლავ შეწყვეტენ მუშაობას გარკვეული დროის განმავლობაში
11 / 12
თუ ვინმემ ჯერ ვერ მოასწრო ნაძვის ხის ყიდვა - ამის დრო ჯერ კიდევ რჩება. ისეთი შტაბეჭდილება რჩება, რომ საახალწლო ნივთები ყოველ ნაბიჯზე იყიდება
12 / 12
ასე გამოიყურება ქუჩები სავაჭრო ცენტრების მიმდებარედ. ავტომობილების დიდი ტალღა დილიდან საცობებს ქმნის - საღამოს 9 საათზე ხომ საკომენდანტო საათი იწყება