საქართველომ ხურმისა და კარალიოკის ექსპორტისგან 6 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო

საქართველოდან ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად რუსეთის ფედერაციაში, უკრაინასა და სომხეთში ხორციელდება.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 11.4 ათასი ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, მიღებულმა შემოსავალმა კი 6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

საქართველომ ვაშლის ექსპორტისგან 3 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო

1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 42%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 43%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.

მიმდინარე წელს წარმოებული ხურმა და კარალიოკი ძირითადად გავიდა რუსეთის ფედერაციაში – 4.8 ათასი ტონა, უკრაინაში – 3.3 ათასი ტონა და სომხეთში – 3.2 ათასი ტონა. 

აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელარუსში, კატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში.