თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. საქართველოდან ბოლო ხუთ თვეში 30.6 ათასი ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 14.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
2020 წლის 1 აგვისტოდან 27 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელებული მანდარინის ექსპორტის მოცულობა 13%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 7%-ით გაიზარდა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
მიმდინარე წელს წარმოებული მანდარინის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (17.3 ათასი ტონა), სომხეთსა (6.6 ათასი ტონა) და უკრაინაში (4.8 ათასი ტონა).
აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე მოლდოვაში, სლოვენიასა და ყაზახეთში.
წელს მანდარინის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 40 ათას ტონას შეადგენს.