თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია

დღესვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიც დანიშნეს.
Sputnik

თბილისი, 29 დეკემბერი – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძე დაინიშნა, იუწყება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.

საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის ახალი ეტაპი იწყება

უწყების ცნობით, ეს გადაწყვეტილება საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დღეს მიიღო.

ვასილ მშვენიერაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოზიციას 5 წლის ვადით დაიკავებს.

საქართველოს იუსტიციის საბჭოს 2020 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით, მშვენიერაძე 28 დეკემბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ გამწესდა.

დღესვე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარეც აირჩია. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა კაკაურიძე 5 წლით იმუშავებს.

აგრეთვე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად ამირან ძაბუნიძე დაინიშნა.