წალენჯიხაში, ჯვარის ტყეში ხანძარია

ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა და გავრცელების საფრთხე არ არსებობს. ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ჯვარის ტყეში ხანძარია, აცნობეს Sputnik-საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა 20-კაციანი ჯგუფი, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

უწყების ინფორმაციით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორსაა, გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.