გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა

ახალ სპორტის სასახლეში, რომელიც ააშენა კანადურმა კომპანიამ Behlen Industry-მ და რომლის ღირებულებამ 25 მილიონი ლარი შეადგინა, შესაძლებელი იქნება სპორტის 12 სახეობაში ტურნირების ჩატარება, მათ შორის საერთაშორისო
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. გორში სპორტის სასახლის მშენებლობა დასრულდა და ობიექტი მზადაა სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად, განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა Facebook–ზე პირდაპირი ჩართვის დროს.

ქართველი სპორტსმენების მიღწევები 2020 წელს – მინისტრის ანგარიში

ახალ სპორტის სასახლეს საძირკველი ოთხი წლის წინ 2016 წლის ოქტომბერში ჩაეყარა.

შენობაში ორი დარბაზია - დიდი გათვლილია 1500 მაყურებელზე, ხოლო მცირე - 500 ადამიანზე. აქ შესაძლებელი იქნება ტურნირების ჩატარება ხელბურთში, ფრენბურთში, ფუტსალში, ჭიდაობაში, ძიუდოში - სულ სპორტის 12 სახეობაში.

გარდა ამისა, ახალ სასახლეში შესაძლებელი იქნება საერთაშორისო ტურნირების მასპინძლობა რიგ დისციპლინებში.

სპორტის სასახლის მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 25 მილიონი ლარი გამოიყო.

სამშენებლო სამუშაოები კანადურმა კომპანია Behlen Industry-მ განახორციელა.