გამყრელიძე: ცნობილია რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან

საქართველო ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი – Sputnik. უკვე იდენტიფიცირებულია ის რისკ-ჯგუფები, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით პირველი აიცრებიან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე.

გაბუნია: უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინა ყველა პრობლემას ერთდროულად არ მოხსნის

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის გეგმის მომზადებასა და მის შესყიდვაზე სპეციალურად შექმნილი უწყებათშორისი კომისია მუშაობს. კომისია ასევე უზრუნველყოფს კოვიდ-ვაქცინაციის დასაწყებად საჭირო ტექნიკურ სამუშაოებს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, კომისია ვაქცინის დანერგვის გეგმაზე მუშაობას ხვალ დაასრულებს.

„პირველები აიცრებიან ჩემი კოლეგები, სამედიცინო პერსონალი და ასევე მოხუცთა სახლებში მყოფი ადამიანები. ამას მოჰყვება 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა, 65 წელს ზემოთ, 55 წელს ზემოთ სხვადასხვა თანმხლები დაავადებების მქონე მოსახლეობა და ასე შემდეგ. საქართველოს აქვს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რომ სხვადასხვა ტიპის ვაქცინები მიიღოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

საქართველო კორონავირუსის საწინააღდეგო ვაქცინას, სავარაუდოდ, გაზაფხულზე მიიღებს. ვაქცინების გლობალურ ალიანსში საქართველომ კორონავირუსის ვაქცინის შესაძენად წინასწარი შენატანი უკვე გააკეთა.

როდის მიიღებს საქართველო ვაქცინას: სერგეენკოს განმარტება>>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 538-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 222.143-ს მიაღწია.