ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის რამდენიმე აპარატი გატეხეს

ახლომდებარე მაღაზიების თანამშრომლებს დილით სწრაფი ჩარიცხვის აპარატები უკვე გატეხილი დახვდათ, ადგილზე კი პოლიცია მუშაობდა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი - Sputnik. ბათუმში, გრიბოედოვის ქუჩაზე, დამნაშავეებმა სწრაფი ჩარიცხვის ორი აპარატი გატეხეს. ინფორმაცია Sputnik-საქართველოს შსს-ში დაუდასტურეს.

„შლაპას დავალებით“: საქართველოში „ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლები დააკავეს

უწყების მონაცემებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის „ქურდობის“ მუხლით მიმდინარეობს.

როგორც აჭარის ტელევიზიას სწრაფი ჩარიცხვის აპარატების უშუალო სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ობიექტების თანამშრომლებმა განუცხადეს, როდესაც ისინი დილით სამუშაოზე გამოცხადდნენ, აპარატები უკვე გატეხილი იყო და ადგილზე პოლიციელები მუშაობდნენ. არცერთ მათგანს ბოროტმოქმედები არ დაუნახავს.