აზერბაიჯანში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 215 ათასს აჭარბებს

თებერვლის ბოლოდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 215 483 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 172 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 538 - გარდაიცვალა
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი ― Sputnik. აზერბაიჯანში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირების 772 ახალი შემთხვევა გამოვლინდა (ერთი დღით ადრე - 1519), იუწყება Sputnik-აზერბაიჯანი.

როგორც ორშაბათს მინისტრთა კაბინეტთან არსებულ ოპერატიულ შტაბში განაცხადეს, 3048 ადამიანი გამოჯანმრთელდა (ერთი დღით ადრე - 4471).

რა საშიშროება მოაქვს „ბრიტანულ შტამს“ - მეცნიერები განმარტავენ

ამასთან, კორონავირუსის დიაგნოზის მქონე 39 პაციენტი თანმდევი დაავადებებით გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

დღემდე აზერბაიჯანში კორონავირუსით ინფიცირების სულ 215 483 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 172 019 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 538 - გარდაიცვალა.

აქტიური პაციენტების რაოდენობა, რომლებიც მკურნალობას პანდემიურ საავადმყოფოებში გადიან, 40 926 ადამიანს შეადგენს.

ბოლო დღე-ღამეში ჩატარდა 9 502 ტესტი, პანდემიის დაწყებიდან დღემდე - 2 163 064.