ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ალისა ფრეინდლიხი ჰოსპიტალიზებულია

ალისა ფრეინდლიხი ასევე მონაწილეობს გიორგი შენგელაიას მიუზიკლში „ვერის უბნის მელოდიები“, სადაც მას პარტნიორობას კახი კავსაძე უწევს.
Sputnik

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. მსახიობი ალისა ფრეინდლიხი ჰოსპიტალიზებულია, იუწყება РИА Новости სოკოლოვის სახელობის სამეცნიერო–კლინიკურ ცენტრზე დაყრდნობით, სადაც მსახიობია გადაყვანილი.

გავრცელებული ინფორმაციით, ალისა ფრეინდლიხს COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა.

ტოვსტონოგოვის დიდი დრამატული თეატრის პრეს-სამსახურის ცნობით, 86 წლის მსახიობი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ექიმების კონტროლქვეშ. ამ დროისათვის მისი მდგომარეობა სტაბილურია.

ზოგი ინფორმაციით, ფრეინდლიხი საავადმყოფოში 25 დეკემბერს მოათავსეს და მას ფილტვების 80% აქვს დაზიანებული. თუმცა პეტერბურგის კულტურის საქალაქო კომიტეტში უარყოფენ ამ ინფორმაციას.

ალისა ფრეინდლიხი 1934 წელს დაიბადა ლენინგრადში (აჟამინდელი სანქტ–პეტერბურგი). მისი მონაწილეობით გადაღებული ფილმები საბჭოთა კინემატოგრაფიის ოქროს ფონდშია შესული. ქართველი მაყურებელი მას კარგად იცნობს ფილმებიდან „სამსახურებრივი რომანი“, „ჩალის ქუდი“, „დ’არტანიანი და სამი მუშკეტერი“, „სასტიკი რომანსი“.